ტრენინგის რეფლექსია
დღე 1. - 2019 წლის 13 აპრილი
გავიარეთ პროექტით სწავლების მიზნები,შევქმენით საქაღალდე მოდულის მასალების შესაბამისად. გადმოვწერე პროექტის გეგმის შაბლონი და დავიწყე პროექტის გეგმის შედგენა.
დღე 2. - 2019 წლის 14 აპრილი
გავიმეორეთ წინა დღეს გავლილი მასალა.სასწავლო პროექტების პორტფოლიოს
გავეცანი.გავეცანი პუბლიკაციების დაგეგმვას, პროექტზე დაფუძნებული სწავლის კვლევასა და გამოცემების ნიმუშებს. გავეცანი ბუკლეტებისა და გაზეთების შაბლონების ნიმუშებს. გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში . გავაკეთე ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტისათვის
"შინაური და გარეული ცხოველების" ბუკლეტი. ამისათვის გადმოვწერე სურათები გამოყენებული მასალის მითითებითა და საავტორო უფლებების დაცვით. ვისწავლე ჩემს მიერ შექმნილი ბლოგის მისამართის გადაგზავნა სხვა მისამართზე.
დღე 3. - 2019 წლის 20 აპრილი
წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ : სტანდარტების დადგენა,სასწავლო მიზნების შემუშავება.,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრება და შედგენა.ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო რადგანსწავლების პროცესში გამოვიყენებ სასწავლო პროექტებზე მუშაობაში.
დღე 4. - 2019 წლის 4 მაისი
წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მთლიანი ტრენინგის საფუძვლები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები,დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა , მოსწავლის წინარე ცოდნის დადგენა, ვიმუშავეთ შეფასების დაგეგმვასა და შეფასების ფორმის შექმნაზე.
დღე 5. - 2019 წლის 5 მაისი
წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მოდული 3 და მოდული 4.მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შექმნა; პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ციტირების დოკუმენტის შექმნა, პრეზენტაციის ძირითადი ელემენტების შექმნა.
დღე 6. - 2019 წლის 11 მაისი
წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მოდული 5. ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების საკითხებზე. ვიმსჯელეთ უკუკავშირის გამოყენების საკითხზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად და განვსაზღვრეთ აღნიშნული ნაშრომის შეფასება. ვიმუშავეთ პრაქტიკულად.
დღე 7. - 2019 წლის 12 მაისი
წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მოდული 6. ვიმუშავეთ დაგეგმვის საკითხებზე მოსწავლეთა წარმატებისთვის.
გავეცანით და გავიაზრეთ სწავლის სხვადასხვა სტილს. ვიმსჯელეთ სწავლის პროცესის დიფერენცირების საკითხზე. განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენების მნიშვნელობაზე.
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინლელექტის თეორია.
გავაანალიზეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და გარდნერისა და ბლუმის მატრიცა, ვიმსჯელეთ მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების შესახებ.
ვიმუშავეთ პრაქტიკულად. მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
ტრენინგზე განხილული საკითხები ძალიან სასარგებლო იყო და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
.დღე 8- 2019 წლის 18 მაისი
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენების შემდეგ განვიხილეთ
ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური
სტანდარტები,შევიმუშავეტ ფასილიტაციის მასალები და დავასრულეთ
სასწავლო პროცედურები, რეფლექსია საშინაო დავალებაზე.
დღე 9 -2019 წლის 19 მაისი
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით, შევქმენით და
დავასრულეთ პორტფოლიო, მოვახდინეთ მოსწავლეების პროექტების
დემონსტრირება და სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის
მომზადება, პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, კურსის შეფასება და
შეჯამება.მე ტრენინგი ძალიან მომეწონა და მინდა კარგად
ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ჩემი
მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მოდული 5. ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების საკითხებზე. ვიმსჯელეთ უკუკავშირის გამოყენების საკითხზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად და განვსაზღვრეთ აღნიშნული ნაშრომის შეფასება. ვიმუშავეთ პრაქტიკულად.
დღე 7. - 2019 წლის 12 მაისი
წინა დღის გახსენების შემდეგ გავიარეთ მოდული 6. ვიმუშავეთ დაგეგმვის საკითხებზე მოსწავლეთა წარმატებისთვის.
გავეცანით და გავიაზრეთ სწავლის სხვადასხვა სტილს. ვიმსჯელეთ სწავლის პროცესის დიფერენცირების საკითხზე. განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენების მნიშვნელობაზე.
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინლელექტის თეორია.
ვიმუშავეთ პრაქტიკულად. მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
ტრენინგზე განხილული საკითხები ძალიან სასარგებლო იყო და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
.დღე 8- 2019 წლის 18 მაისი
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენების შემდეგ განვიხილეთ
ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური
სტანდარტები,შევიმუშავეტ ფასილიტაციის მასალები და დავასრულეთ
სასწავლო პროცედურები, რეფლექსია საშინაო დავალებაზე.
დღე 9 -2019 წლის 19 მაისი
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით, შევქმენით და
დავასრულეთ პორტფოლიო, მოვახდინეთ მოსწავლეების პროექტების
დემონსტრირება და სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის
მომზადება, პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, კურსის შეფასება და
შეჯამება.მე ტრენინგი ძალიან მომეწონა და მინდა კარგად
ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ჩემი
მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
Комментарии
Отправить комментарий